вторник, 18 марта 2014 г.
среда, 5 марта 2014 г.
ინკლუზიური განათლება – გულისხმობს ყველა ტიპის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროცესში თანატოლებთან ერთად. ინკლუზიური განათლება ასევე გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეების ინდივიდუალური და/ან მოდიფიცირებული სასწავლო გეგმებით სწავლებას.
როცა ხელს გამომიწვდი, საკუთარ თავს ეხმარები
ცერებრული დამბლის მქონე ადამიანები ხანდახან სტიგმატიზებულნი არიან და დაცინვის ობიექტები ხდებიან, თუმცა ეს ტენდენცია ნელ-ნელა მცირდება საერთო განათლების დონის ამაღლებისა და სხვადასხვა ძალისხმევათა წყალობით. XX საუკუნეში ასეთი ბავშვების უმრავლესობას ჯერ კიდევ სპეციალურ თავშესაფრებში უშვებდნენ ხოლმე. თუმცა ამერიკაში, მინესოტას შტატში, 1962 და 2007 წელს ჩატარებულმა კვლევებმა წარმოაჩინა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანების მიმართ დამოკიდებულება საგრძნობლად გაუმჯობესდა. 1961 წელს ცერებრული დამბლის მქონე ადამიანების უმრავლესობა საზოგადოების თვალსაწიერიდან უჩინრად, სახელმწიფო დაწესებულებებში ცხოვრობდა. დღეს კი მოქალაქეთა დიდი უმრავლესობა ფიქრობს, რომ ისინი სრულად უნდა იყვნენ ჩართულნი საზოგადოებრივ ცხოვრებაში - უნდა იზრდებოდნენ თავიანთ ოჯახებში, უნდა მუშაობდნენ და სარგებლობდნენ იმ უფლებებით, რითიც ყველა ჩვეულებრივი ადამიანი სარგებლობს. მოსახლეობის უმრავლესობა ეთანხმება იმ აზრს, რომ როდესაც საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს ეხმარება თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენაში, ყველანი უკეთესად არიან.
თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ცერებრული დამბლის მქონე ადამიანების მიმართ საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულება მით უფრო დადებითია, რაც უფრო განათლებულია საზოგადოება და იცის, რას წარმოადგენს ეს დაავადება. 1990 წელს ფინეთში ჩატარდა კვლევა, რომლის თანახმადაც გამოკითხულთაგან (1200 შემთხვევით შერჩეული ადამიანი გამოიკითხა) 95,4%-ს გაგონილი ჰქონდა ცერებრული დამბლის შესახებ, 60,7%-მა კი იცოდა, რაც იყო ეს. ათიდან ცხრა თავის შვილს მისცემდა უფლებას, ეთამაშა ცერებრული დამბლით დაავადებულ ბავშვთან, ხოლო 48% სამსახურში აიყვანდა ასეთ ადამიანს. 47,5% შესაძლებლად მიიჩნევდა, ხოლო 28% - სრულიად შესაძლებლად, რომ ამ დაავადების მქონე ადამიანებს თავიანთი ოჯახები შეექმნათ და შეენარჩუნებინათ.
რამდენიმე ათეული წლის წინ ცერებრული დამბლის მქონე ადამიანებს, როგორც წესი, სპეციალურ დაწესებულებებში ათავსებდნენ ხოლმე - საზოგადოებისგან მოშორებით - და ამის აუცილებლობას მხოლოდ და მხოლოდ მათი განსხვავებულობით ხსნიდნენ. არავინ იცის, რატომ ან როგორ ხდება, რომ ასეთი ადამიანებიც არსებობენ. დღემდე არავის ამოუხსნია სამყაროს მრავალფეროვანი საიდუმლო და ვერც ვერავის მოუგია ბრძოლა მის გასანადგურებლად.
ცერებრული დამბლა - „ჩვენც ცოცხლები ვართ!“
ცერებრული დამბლა გულისხმობს არაპროგრესირებად ნევროლოგიურ დარღვევებს, რომლებიც მოქმედებს ადამიანის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაზე განსაკუთრებით მოძრაობასა და პოზაზე. ამის მიზეზია განვითარებად თავის ტვინში მოძრაობის მარეგულირებელი ცენტრების დაზიანება. მოძრაობის პრობლემები დაავადებულთა საერთო მახასიათებელია, მაგრამ მათი დიაპაზონი უმოძრაობიდან დამბლის მცირე ხარისხით გამოხატულებამდე იშლება. ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მკურნალობის რაც შეიძლება ადრე დაწყებას, ვინაიდან ადრეულ ასაკში თავის ტვინი უფრო მოქნილია და, შესაბამისად, უფრო ადვილად ამთვისებელი. არსებობს დაზიანების სხვადასხვა ხარისხი, რომელიც გავლენას ახდენს დამოუკიდებლად ცხოვრების უნარზე, თუმცა ეს დაავადება არ ეხება რეპროდუქციულ ფუნქციას, ამიტომ ცერებრული დამბლის მქონე ბევრ ადამიანს შეუძლია ბავშვები იყოლიოს და წარმატებული მეურვეობაც გაუწიოს მათ.
როგორ აღიქვამენ აუტიზმის მქონე ადამიანები სამყაროს?
აუტიზმის მქონე ადამიანები ამბობენ, რომ სამყარო მათთვის ხალხის, ადგილებისა და მოვლენების გროვაა, რომლის აღსაქმელადაც იბრძვიან და რამაც შეიძლება დიდად ააღელვოს ისინი.
კერძოდ, ხალხის გაგება და მათთან ურთიერთობა, ასევე ყოველდღიურ ოჯახურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღებაც კი შეიძლება გაუჭირდეთ. სხვები თითქოს ინტუიციურად ხვდებიან, როგორ უნდა იურთიერთონ ერთმანეთთან და ზოგიერთ აუტიზმის მქონე ადამიანს შეიძლება გაუკვირდეს კიდეც, რატომ არის თავად “განსხვავებული”. სამი მთავარი პრობლემა
ყველა ადამიანს აუტიზმის განსხვავებული მახასიათებლები აქვს, თუმცა, ისინი ზოგადად სამ მთავარ ჯგუფად იყოფა:
• საზოგადოებასთან ურთიერთობის პრობლემა
• საზოგადოებასთან კავშირის დამყარების, ინტეგრაციის პრობლემა
• საზოგადოებრივი წარმოსახვის პრობლემა
რა არის მყიფე X სინდრომი?
ქრომოსომული სინდრომია, რომლის დროსაც X ქრომოსომა შეიცავს დეფექტურ გენს. ამის გამო X ქრომოსომის სტრუქტურა ტყდება და მიკროსკოპში მოჩანს მისი მტვრევადი, მყიფე მონაკვეთი.
მამაკაცებში ეს სინდრომი უფრო მკვეთრად ვლინდება, ვიდრე ქალებში. ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ სპეციფიკური ფიზიკური ნიშნები, გულის პათოლოგია, შემაერთებელი ქსოვილის პათოლოგია, სწავლის უნარის დაქვეითება, გონებრივი ჩამორჩენილობის სხვადასხვა ხარისხი, შეიძლება ადგილი ჰქონდეს აუტისტურ ან აგრესიულ ქცევას. მახასიათებლების გამოხატულების ხარისხი დამოკიდებულია გენის ნაწილობრივ ან მთლიან მუტაციაზე. მთლიანი მუტაციის შემთხვევაში სინდრომის ნიშნები უფრო ძლიერად ვლინდება.
რითი ხასიათდება მყიფე X სინდრომი
შესაძლებელია დამახასიათებელი ფიზიკური ნიშნები არ იყოს თვალშისაცემი, მაგრამ ამ სინდრომის მქონე ბავშვებს როგორც წესი აქვთ: გრძელი სახე, დიდი თავი, ფართო და წინ წამოწეული ყურები, ბიჭებს-დიდი სათესლე ჯირკვლები, ბრტყელი ტერფი, მსხვილი, წინ გამოწეული ნიკაპი, გულის, განსაკუთრებით მარცხენა პარკუჭის სარქველის პათოლოგია, შეზრდილი ორი თითი.
1.ბავშვების უმეტესობას აღენიშნება მეტყველების შეფერხება: მათი მეტყველება მოკლე ფრაზებით ხასიათდება, წყვეტილია, ხშირად იმეორებენ სიტყვებს და ფრაზებს (პერსევერაცია), პასუხოებენ იმპულსურად, მეტყველება ატარებს ქაოტურ ხასიათს _ ბავშვი ვერ ინარჩუნებს საუბრის თემას და უადგილოდ ჩაურთავს სხვა შინაარსებს
2.ბავშვებს უჭირთ საუბრის დაწყება, შეკითხვის დასმა. მეტყველების ტემპი სწრაფია, რითმი-არათანაბარი. შეიძლება ჰქონდეთ ორალური დისპრაქსია, ანუ უჭირდეთ ენის, ლოყების, ტუჩებისათვის შესაბამისი პოზის მიცემა.
3.ბავშვები ბევრად უკეთესად ამუშავებენ ვიზუალურ ინფორმაციას, ვიდრე სმენითს. ამიტომ, ადვილად სწავლობენ კითხვას, მაშინ როცა წაკითხულის გაგება უჭირთ.
4.ბავშვს შეიძლება ჰქონდეს აუტისტური ტიპის ქცევა: თვალების კონტაქტის სირთულე, არ სიამოვნებდეს პირდაპირი მზერა, მოსწონდეს განმეორებადი მოქმედებები(მაგ. ტაში, ფეხების ბაკუნი), ძალიან უყვარდეს ტრიალა საგნების ყურება.
როგორ ვასწავლოთ მყიფე X სინდრომის მქონე ბავშვს?
აღნიშნული სინდრომის მქონე ბავშვების შემეცნებითი თავისებურებებიდან გამომდინარე მათ ესაჭიროებათ სწავლების განსაკუთრებული სტრუქტურა. ბავშევები კარგად ითვისებენ მიწოდებულ მასალას და უადვილდებათ სწავლა, თუ:
1.მასალა მიეწოდებათ მაქსიმალურად ვიზუალურად და გამოიყენება მრავალფეროვანი თვალსჩინო მასალა;
2.გამოიყენება ვიზუალური სტიმულები სმენითი ყურადღების გასამახვილებლად;
3.ბავშვს ეძლევა მარტივი ინსტრუქციები;
4.გამოიყენება ბავშვის კარგი იმიტაციის უნარი. რამდენჯერმე აჩვენებენ მოქმედებას საგნებით, მოძრაობას, უმეორებენ ფრაზებს ან სიტყვებს რაც შეიძლება მელოდიურად და გამოთქმით;
5.მუშაობენ რამდენიმე ბავშვთან ერთდროულად და არა ინდივიდუალურად;
6.ჰიპერაქტიულობის პრობლემის დასაძლევად გაკვეთილს რამდენიმე მცირე ნაწილად ყოფენ, მოკლე შესვენებებით, როდესაც გამოიყენება მოტორული ფუნქციის გასანვითარებელი სავარჯიშოები მუსიკის ან რითმის თანხლებით;
7.ხდება ბავშვის მეტყველების ყოველგვარი მცდელობის წახალისება; ბავშვს აძლევენ იმდენ დროს, რამდენიც ესაჭიროება კითხვაზე პასუხის გასაცემად;
8.ბავშვის სწავლების ეფექტურობის გაზრდის მიზნით საჭიროების შემთხვევაში აუცილებელია მეტყველების თერაპევტის და ჩვევების თერაპევტის დახმარება;
9.ბავშვს აქვს მოწესრიგებული და განსაზღვრული დღის რეჟიმი და მიჩვეულია ყოველდღიური სასკოლო თუ საშინაო აქტივობების თანმიმდევრობას.
რეალობა
1. უამრავი მშობელი და ასობით კვლევა დაგვიდასტურებს განსხვავებულ მოსაზრებას აუტიზმის მქონე ადამიანების დასწავლის უნარის შესახებ
2. 1950 წლამდე არსებობდა მოსაზრება მშობლების ,,დანაშაულის” შესახებ, თითქოს მათ სიყვარულს და ზრუნვას მოკლებულ ბავშვებს უვითარდებოდათ აუტიზმი. რეალურად კი აუტიზმი ნეიროგანვითარებითი დარღვევაა და არ არის დამოკიდებული მშობლის ქცევაზე
3. მშობლებმა გაცილებით მეტი იციან თავიანთ შვილზე, კარგად იცნობენ მას და ამიტომ ზოგჯერ ექიმის ლოდინის ტაქტიკა მხოლოდ დროის კარგვა და დროული ინტერვენციის დაგვიანებაა
4. აუტიზმის მქონე ადამიანი შეიგრძნობს ისევე, როგორც სხვა და მას შეუძლია სხვისი თანაგრძნობა, ოღონდ მისი ემოცია, ქცევა და გამოხატვის უნარი განსხვავებულია, ზოგჯერ არაადეკვატური, უცნაური და გაუგებარი
მშობლებმა არ უნდა უარყონ შვილის აუტიზმი. რეალობა არის ის, რომ ეს დაავადება ბავშვს აქვს, არის მისი ნაწილი, არის თქვენი და თქვენ ოჯახის ნაწილი. ამიტომაც არის თქვენი ბავშვი გამორჩეული და უნიკალური. თქვენ ის ინდა მიიღოთ ისეთი, როგორიც არის, თუმცა მკურნალობა და დახმარება არ უნდა შეწყვიტოთ. გახსოდეთ, აუტიზმი არ არის თქვენ მტერი!
ყოველ ჩვენთაგანს აქვს ინდივიდუალური თვისებები, ზოგი ჩვენგანი გახსნილია და კონტაქტური, ზოგი – საკუთარ თავშია ჩაკეტილი. ასევეა აუტიზმის მქონე ბავშვიც, მასაც აქვს თვისებების უნიკალური კომბინაცია და რაც მეტი გეცოდინებათ თქვენი შვილის შესახებ, მით მეტად შეძლებთ მისი ქცევისა და სურვილების გაგებას. როდესაც უყურებთ თქვენს ბავშვს, დაინახეთ პიროვნება და არა აუტიზმი.
(ავტორი : ინკლუზიური განათლების გვერდი facebook-ზე)

Подписаться на:
Сообщения (Atom)